გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დასრულდა

15-11-2021

უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 14 ლოკაციაზე პარალელურად მიმდინარეობდა, მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა. „დიდგორი 2021“-ის საპატიო დაფები და კოინები მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა გადასცეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლებაში ჩართულ მონაწილეებს პროფესიონალიზმის, აქტიურობისა და გამოჩენილი ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწავლება მაღალ დონეზე აღსრულდა და დასახულ მიზანს უპასუხა.


საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა, ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება „დიდგორი 2021“-ის მთავარი მიზნები იყო. „დიდგორი 2021“ წელს მერვედ ჩატარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, მისი დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს პირველად სრულად ხელმძღვანელობდა თავდაცვის ძალები.


წლევანდელი „დიდგორი“ ბევრი სიახლით და მრავალფეროვნებით იყო გამორჩეული, მათ შორის მასში პირველად გათამაშდა საველე კომპონენტები, მოხდა რეზერვისტების გამოძახება და მათი საველე მომზადება, გაიმართა თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფის ერთობლივი საველე წვრთნები, რეალურად გათამაშდა ლოჯისტიკური მხარდაჭერის ელემენტები, სწავლებაში პირველად გამოიყენეს ახალი სიმულაციური სისტემები VBS3.
მომავალ წელს სწავლებაში რეალურად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები.