გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

იურდიულ საკითხთა კომიტეტმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში არასრულწლოვანი პირების მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის ახალი მექანიზმების გაჩენას მხარი დაუჭირა

16-11-2021

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებების შეტანას.


კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არასრულწლოვნები სისხლის სამართლის პროცესებში, განსაკუთრებით კი, ისეთ საქმეებზე, სადაც ისინი უშუალოდ არიან მსხვერპლები, დაზღვეულები იყვნენ მეორეული ვიქტიმიზაციისგან.

კანონპროექტის თანახმად, იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მონაწილეობისთვის მოეთხოვებათ სპეციალიზაციის გავლა, ემატება ექსპერტიც, რომელსაც საექსპერტო კვლევიდან გამომდინარე უწევს გამოსაკვლევ არასრულწლოვან პირთან კომუნიკაცია.


მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ასეთი ექსპერტის არარსებობის შემთხვევაში, იმისთვის, რომ არ შეიქმნას ჩიხური მდგომარეობა, ექსპერტს ჩაანაცვლებს კოორდინატორი ან პროცესის ისეთი მონაწილე, რომელსაც ექნება ის ცოდნა, რაც აუცილებელი არასრულწლოვანებთან ურთიერთობისთვის.


მისივე თქმით, თუკი აუცილებლობა არ იარსებებს, რომ არასრულწლოვანი მსხვერპლის განმეორებით დაკითხვა მოხდეს სასამართლო სხდომაზე, ასეთ შემთხვევაში, მეორედ დაკითხვის საჭიროება ამოვარდება დღის წესრიგიდან.


„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს იქნება უნივერსალური წესი, ყოველთვის და ყოველ შემთხვევაში გამოყენებადი, არამედ სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, მოიწვიოს და მაინც დაკითხოს არასრულწლოვანი იმიტომ, რომ ეს ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს შეჯიბრებითი პროცესის მხარდასაჭერად აუცილებელი", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.