16-11-2021
კასპის პროფესიულ სასწავლებელში დღეს პირველი სასწავლო წელი დაიწყო. კასპის კოლეჯი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიული სასწავლო დაწესებულებაა, რომელმაც ახალი სტანდარტებით გაიარა ავტორიზაცია.
თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სრულად აღჭურვილი აუდიტორიები და ახლადგახსნილი სახელოსნოები 200-მდე სტუდენტს მისცემს საშუალებას შეისწავლოს მისთვის სასურველი სპეციალობა.
კოლეჯში ამჟამად 8 სპეცილობა შეისწავლება: ელექტროობა, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, ვიზაჟის მომსახურება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები, იატაკისა და ფილის სამუშაოები, სამღებრო სამუშაოების შესრულება, სამკერვალო წარმოება, რეგიონული ტურისტული მეგზური. ყველა პროგრამაზე სწავლა უფასოა.
2022 წლის სასწავლო წლისთვის კასპის პროფესიულ კოლეჯში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის, მებოსტნეობის დამატება იგეგმება. ამისათვის, USAID/Zrda-ის დაფინანსებით კოლეჯში წინასწარ მოეწყო სასათბურე მეურნეობა.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს კასპის პროფესიულ სასწავლებელს.