გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრი „Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს შეხვდა

16-11-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია "Rothschild & Co"- ის მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, რომლის შეთავაზებაც უცხოელი ინვესტორებისთვის უახლოეს მომავალში იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარია როგორ ტურისტულ, ასევე ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ პროექტებზე, მათ შორის ფინანსური ცენტრების შექმნაზე და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს.


შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკი ესწრებოდა.