გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანთა დეპარტამენტი ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილების, ბარათების, მილოცვების, ფოტოების შეგროვებას იწყებს

27-04-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოსახლეობას მიმართავს, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილები, ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე, მისალოცები და ფოტოები დეპარტამენტს 2018 წლის 24 მაისამდე მიაწოდონ. შეგროვებულ მასალებს  ვეტერანთა სამსახური  ერთ წიგნად, სახელწოდებით ’’ წერილები ფრონტიდან’’გამოსცემს.

„2018 წელს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მიმართავს ყველას, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილები, ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე,მისალოცები და ფოტოები. ეს წერილები,თუ ბარათები ყველაზე ნათლად გადმოსცემს ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასა თუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე.

მივიღებთ, როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომ შეგროვებული მასალა ერთ წიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: ’’ წერილები ფრონტიდან’’. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილები წარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტოგამოფენაზე.

გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ 2018 წლის 24 მაისამდე.

https://www.facebook.com/veteranebi/?ref=aymt_homepage_panel

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზზე: 248 26 16

პატივისცემით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება"--ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვაში.