გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზესტაფონის ქუჩაზე კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

27-04-2018

ზესტაფონის ქ. N18ა-ს მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსების მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილზე გაეცნო.

 

„აღნიშნულ მისამართზე კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, წლების განმავლობაში ექმნებოდა დისკომფორტი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს კეთილმოწყობილი გზით და წვიმიან ამინდში მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა აღარ ექნებათ,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

 

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და 1300 კვ.მ ფართობზე იგება ორი ფენა ასფალტის საფარი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.