გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი ვოლსკი: თუ ვინმეს დღეს აწყობს მდგომარეობა რომლის შექმნასაც ცდილობს სააკაშვილი და ადამიანების ეგ ჯგუფი, არის რუსეთი

16-11-2021

„ბოლო პერიოდში, რა პროცესებიც ვითარდება, ხშირია ექსპლუატაცია რუსული თემის, რუსული ნარატივის, რომ პირადი პატიმარია, რომ რუსეთი განაგებს სიტუაციას სააკაშვილთან დაკავშირებით და ა.შ. თუ ვინმეს დღეს აწყობს მდგომარეობა, რომელიც არის და რომლის შექმნასაც ცდილობს სააკაშვილი და ადამიანების ეს ჯგუფი, ერთადერთი და მეტი არც მოიაზრება არის რუსეთი",-ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


"მინდა კონდოლიზა რაისის სიტყვები გავიხსენო ომის თემასთან დაკავშირებით. ოფიციალურად ეუბნება ამას. „სისულელე არ ჩაიდინო და არ აღმოჩნდე ხაფანგში, რომელსაც რუსეთი გიგებს". მიუხედავად ამისა, მე ამონაწერი მინდა წავიკითხო იმ განცხადებიდან, რაც გააკეთა სააკაშვილმა 4 დეკემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტში.


„ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვარს, არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირის ან თვეების ამბავი, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს, ამაზე რუსებს წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ."


იგივე ლაპარაკია აფხაზეთზე. პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ერთ-ერთ მოსმენაზე ყავდა ეროსი კიწმარიშვილი, როგორც რუსეთის ფედერაციაში ელჩი და ის ამბობს თავის ჩვენებაში:


- საქართველოში ჩამოდის რუსეთის მხრიდან პრეზიდენტის, პუტინის გამოგზავნილი ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ამ ღონისძიებებში, ოღონდ არა ნარიშკინი. რომელიც ითხოვს შეხვედრას პრეზიდენტთან. მე ამ შეხვედრის ორგანიზებას ვახდენ ივლისის 21-ში, ბათუმში და ამ შეხვედრისას, სადილის დროს, ბატონმა სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი ამ ადამიანის წინადადებით, რომ ერთი კვირით წაბრძანებულიყო წონის დაკლების სპაში, ჩრდილო იტალიის ქალაქ მერანოში".


რატომ არის ეს მნიშვნელობვანი, მნიშნელოვანია იმიტომ, რომ სწორედ ამ წარმომადგენელმა ურჩია წასულიყო სწორედ იმ ქალაქში, სადაც გაემგზავრა და სააკაშვილი ჩამოსვლის შემდეგ აცხადებს კომისიაზე, რომ ერთი კვირით ვიყავი წასული და ჩამოვედი 4-5 დღეში და წავედი იმიტომ, რომ ქვეყანაში იყო სიწყნარე, ხაზს ვუსვამ, სიწყნარე და თავს უფლება მივეცი წასვლის"


სწორედ ამ პერიოდში, ე.წ. სამშვიდობოები იწყებენ ინტენსიურ ფორტიფიკაციურ სამუშაოებს, არის გამუდმებით სროლა და 4 სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის შემოიჭრა საქართველოში. სწორედ ამ დროს 76-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ნაწილები უკვე იკავებენ პოზიციებს და ემზადებიან შემოჭრისათვის. ეს არის სიწყნარე?


ამასთან დაკავშირებით ჰქონდა შესაბამისი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც და დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს და მოქალაქეებს, რომლებმაც არ იციან ეს ფაქტები, თუ რა მდგომარეობა იყო და ვინ ვის წისქვილზე ასხამდა წყალს.",-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.