გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტმა 8,532 ტონა შეადგინა

16-11-2021

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობამ 8,532 ტონა შეადგინა.


ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის ღირებულება 4,311 ათასი აშშ დოლარია.


გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 2,206 ტონით (35%), ხოლო ღირებულება - 856 ათასი აშშ დოლარით (25%) გაიზარდა.


2021 წლის 1 სექტემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთში (3,089 ტონა), სომხეთში (3,052 ტონა), უკრაინაში (2,172 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (9.9 ტონა).