გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

GITA - სა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

17-11-2021

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე. სილიკონის ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის, Catapult Ventures-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.


“კატაპულტის” დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერმა დამსწრე აუდიტორიას ფონდის გეგმები გააცნო. ფონდი ქართულ სტარტაპებს ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დაეხმარება, ისევე, როგორც მსხვილი ამერიკელი ინვეტორების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.


„კატაპულტი“ არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება განახორციელეს 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია Jet.com-ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), Dollar Shave Club-ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), Freshly-ში (შეიძინა Nestle-მ $1,5 მილიარდად) IfOnly-ში (შეძენილია Mastercard-ის მიერ) MapR Technologies-ში (შეძენილია HP-ის მიერ) და მრავალი სხვა. ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს Madison Reed, Qumulo, InsideView, Price.com, Zenplace, Kanler, Joy, Manufactured.Net, BillFloat და ბევრ სხვა კომპანიას, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. Catapult Ventures-ის პარტნიორები საქართველოში არიან “სტარტაპ გრაინდ თბილისი” და US Market Access Center.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან.