გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მსოფლიო ბანკი მზადაა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში

17-11-2021

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ანა ბიერდეს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ეს ურთიერთობა ნაყოფიერად ვითარდება მიუხედავად გლობალური პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებისა.


ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების გამო, ასევე, იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს ქვეყანას რეფორმების განხორციელების პროცესში.

ლაშა ხუციშვილმა ანა ბიერდეს გააცნო ეკონომიკური აღდგენის პოზიტიური დინამიკა და 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები.


თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, გააგრძელოს სრული მხარდაჭერა, იმ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფორმირება, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, მწვანე და ციფრული ეკონომიკური აღდგენა.


დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის განვითარებას.