17-11-2021
სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოების და გამრიცხველიანების დასრულების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდება უბნების მიხედვით დაიწყო.
პროექტი განხორციელდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოაცხადებულ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“-ს მიერ.
პროექტის ფარგლებში მოეწყო რეზერვუარები, ჭაბურღილი, ჭაბურღილის სათავსიდა შენობა, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი და გამანაწილებელი ქსელი. ასევე საქლორატორო და დარაჯის შენობა, რომლებიც შემოიღობა.
შესრულებულ სამუშაოებზე 2 437 956 ლარია გათვალისწინებული იყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
"სოფელში წყალმომარაგების ქსელი ამორტიზირებული იყო,ნაწილი კი თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობდა. პროექტის განხორციელება 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს პრობლემა აღმოიფხვრება და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს. მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემა არსებობს, რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე კი ვცდილობთ მოვაგვაროთ" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.