გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ღიბრაძე: Georgia e-Health-ის აპლიკაციის გადმოსაწერი ბმულები განთავსდება Stopcov.ge-ზე , ასევე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების საიტებზე

17-11-2021

თუ აპლიკაცია გადმოწერა მოქალაქემ და გაიარა საკმაოდ მარტივი რეგისტრაცია, მას უკვე მიენიჭა ახალი QR კოდი, რომელიც არანაირ განახლებას არ მოითხოვს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატის სარგებლობასა და Georgia e-Health-ის აპლიკაციაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც მან განმარტა, თუ რამე განახლება მოხდა QR კოდთან დაკავშირებით - დამატებითი კვლევა ჩაიტარა მოქალაქემ, პირობითად, PCR ტესტი გაიკეთა, ეს უკვე ავტომატურად აისახება მის QR კოდში, შესაბამისად, დამატებითი მანიპულაციები საჭირო არ არის.


„უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში პრობლემები იყო აპლიკაციის გადმოწერასთან დაკავშირებით, ამიტომ, ეს პრობლემები რომ აღმოიფხვრას, ჩვენ ვდებთ შესაბამის ბმულს სპეციალურ ვებ-გვერდზე - Stopcov.ge, ასევე პირდაპირი ბმულები აპლიკაციის გადმოსაწერად განთავსდება სხვადასხვა სამთავრობო უწყებების საიტებზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს ჩვენს მოსახლეობას აპლიკაციით სარგებლობას. ყველა ის ხარვეზი, რომელიც დილიდან გამოვლინდა, თანდათან სწორდება და ყველაფერი მუშაობს უკვე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს, იმის მიხედვით", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.