გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი ღიბრაძე: Georgia e-Health-ის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს; ასევე შეუძლია იუსტიციის სახლში აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია

17-11-2021

თუ აპლიკაცია გარკვეული მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატის სარგებლობასა და Georgia e-Health-ის აპლიკაციაზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, Georgia e-Health-ის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს.


„აქ არ არის რომელიმე მწარმოებლის ე.წ. სმარტფონზე საუბარი. სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს, როდესაც საუბარი გვაქვს აპლიკაციაზე. თუ აპლიკაცია გარკვეული მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია", - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.