გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

24 საათში კოვიდ ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 320 პირი

18-11-2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 026 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 072 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 954 PCR ტესტით.


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 446 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 800 293-ს.


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.05%.


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 737 316.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 289 პირი ემსხვერპლა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა - 190, იმერეთი - 819, ქვემო ქართლი - 258, შიდა ქართლი - 422, გურია - 117, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 387, კახეთი - 315, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 58.


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 662 საიდანაც: 6 505 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 541, აჭარაში - 567, იმერეთში - 1 358. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637 პირი, მათ შორის, თბილისში - 630, აჭარაში - 128, იმერეთში - 498. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 383 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 38, იმერეთში - 34. 1 170 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 227 - აჭარაში. 43 987 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 081 ადამიანი.