გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა „ფხოვის ზარები" გაიხსნა

18-11-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ცნობილი მხატვრის ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა „ფხოვის ზარები" გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო და მხატვარს გამოფენის გახსნა პირადად მიულოცა.


„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა მოგვეწყო განახლებულ ეროვნულ გალერეაში, რადგან ეს სურვილი ცნობილ მხატვარს ჰქონდა მრავალი წლის განმავლობაში. მინდა მივულოცო მას დღევანდელი დღე და აღვნიშნო, რომ გამოფენა მართლაც ძალიან საინტერესო გამოვიდა, რაშიც ეროვნული გალერეის ახალი ხელმძღვანელობისა და მთელი გუნდის დიდი წვლილია. ილია პატაშური 1960-იანი წლების მხატვარია, რომლის ხელოვნება ფერისა და ფორმის განსაკუთრებული თანხვედრით გამოირჩევა. იგი თითქოს მუდმივად მითოლოგიზირებულ დროში ცხოვრობს. ასე იყო, როდესაც ბავშვობაში ნახშირით ქვის ლოდებსა და სახლის კედლებზე ხატავდა დევებს და ასეა ახლაც, მრავალი ათეული წლის შემდეგ, როდესაც აბსტრაქტულ ფერად კომპოზიციებს ასრულებს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


გალერეაში ერთი თვის მანძილზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). გამოფენისთვის ასევე მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი.


ილია პატაშური 1939 წელს სოფელ ხევშაში დაიბადა და მის შემოქმედებას ქართული მთის კოსმოგონია მუდმივად თან სდევს. მხატვრის შემოქმედება ჟანრულად მრავალფეროვანია - ძირითადად ტრადიციული, ისტორიული და ყოფითი სცენები, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი. ისინი შესრულებულია ინტენსიურ ფერთა შეხამებით. განსაკუთრებით ცნობილი ფერწერული ტილოებია: „დიდგორი", „ვედრება", „ბროწეულები", „კრწანისი" და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ილია პატაშურის გამოფენის მოწყობა ეროვნულ გალერეაში კულტურის მინისტრის ინიციატივით გახდა შესაძლებელი. თეა წულუკიანმა 18 მაისს, მუზეუმები საერთაშორისო დღეს მხატვრებს ეროვნული გალერეიდან მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილებულია, ცისფერი გალერეა მხატვრებს უბრუნდება, რაც მათ კვლავ მისცემს გამოფენების მოწყობის საშუალებას.