გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს დუბაიდან ბლოგერები ეწვივნენ

18-11-2021

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინსტაგრამ ბლოგერების 7 კაციან ჯგუფს უმასპინძლა. დუბაელმა ინფლუენსერებმა თბილისი, მცხეთა, კოჯორი და კახეთის სხვადასხვა ადგილები მოინახულეს, გადაიღეს ვიდეოები და ფოტოები, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსდება. ბლოგერები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, ბუნების, ეკო ტურიზმის, კულტურისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ. ტურის მიზანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება და ტურისტების მოზიდვაა.


„საქართველოში პირველად ვარ, ძალიან მოხიბლული ვარ მდიდარი ქართული კულტურით, თბილი სტუმარმასპინძლობით, კერძებით. საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები ზაფხულში."-ამბობს სალვა ბლოგერი დუბაიდან.


„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია, იმ ქვეყნებიდან სადაც ვყოფილვარ. ზაფხულში უკვე ვიყავი საქართველოში და ძალიან მომეწონა, შემოდგომაზე კი მართლაც, რომ განსხვავებულია, დარწმუნებული ვარ ძალიან მომეწონება ზამთარშიც. დუბაიში ყველას ვუწევ რეკომენდაციას ეწვიონ საქართველოს, რომელიც მდიდარი ისტორიით, უძველესი ეკლესიებით, კულტურით, ხალხით და კულინარიით გამოირჩევა."- აცხადებ ბლოგერი დარჯ კიმი.


„საქართველოში ზამთარში ვარ ნამყოფი, შემოდგომაზე ძალიან მომეწონა, ყველგან სიწითლე, სიყვითლე და სიმწვანეა. დუბაიში შემოდგომა საქართველოსგან ძალიან განსხვავდება. საქართველო ძალიან კარგი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მოგზაურებს შესანიშნავ კერძებს, დასვენებას, კულტურას სთავაზობს. საქართველო ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის როგორც დუბაიდან, ასევე ინდოეთიდან."