გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

უცხოურ კომპანიას 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწები გადაეცა

27-04-2018

კომპანია "არიკს" სახელმწიფომ 30-წლიანი იჯარით კახეთში მიწის ნაკვეთები გადასცა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, გასულ წელს კომპანიის მფლობელობაში იჯარით გადავიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მდებარე 472 985 კვ. მ და 1 020 818 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. კომპანიამ იჯარით შეისყიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურის მიწებში არსებული 235 600 კვ. მ და 552 701 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიც. 
,,წლიური საიჯარო ქირა – 18 900 ლარს შეადგენს. კომპანია ვალდებულია, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში არანაკლებ 200 ჰა ფართობზე მრავალწლიანი ნარგავების გააშენოს. „არიკმა“ ადგილზე არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. "არიკ ჯგუფი" უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. საპარტნიორო ფონდსა და „არიკ ჯგუფს“ (Aric Group) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მიმდინარე წელს გაფორმდა. არიკ ჯგუფი" საგარეჯოს რაიონში, "ვინიჩიო ველის" - "მწვანე" ტურისტულ ცენტრს აშენებს'', - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

knews.ge