კვირა, ივნისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
940 000 ლარი რუსთავის უფასო სასადილოებისათვის

24-11-2017

რუსთავის მერიამ უფასო სასადილოებისთვის ტენდერი 940 000 ლარზე უკვე გამოაცხადა. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვებით უზრუნველყოფის მომსახურებას სულ 4 სასადილო განახორციელებს, ბენეფიციარების რაოდენობა კი 1800 იქნება. სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ქირიას თქმით - "მენიუ არის მთლიანად შეცვლილი და უფრო მრავალფეროვანი, გავითვალისწინეთ ბენეფიციარების აზრიც. სატენდერო წინადადებაში უამრავი დამცავი მექანიზმია რის გამოც არაკეთილსინდისიერი კომპანია ვერ შემოვა. ყველაზე მთავარი ის არის რომ მენიუს კალორაჟი ნაცვლად 900-ისა იქნება არანაკლებ 1200".

ტენდერის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა დაუჯდება ქალაქს 1 ბენეფიციარის გამოკვება.


წყარო: inforustavi