გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მერმა სპორტის ოსტატს, ზელიმხან ილურიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა

19-11-2021

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, ა(ა)იპ კასპის სპორტული გაერთიანების მეთოდისტს, სპორტის ოსტატს თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს სპორტის დამსახურებულ მუშაკს, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯს, ღირსების ორდენის კავალერს ზელიმხან ილურიძეს 80 წლის იუბილე მიულოცა.


ზელიმხან ილურიძეს, ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა 50 წლის განმავლობაში თაობების აღზრდის და წარმატებების მიღწევაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.


კასპის სპორტკომპლექსის საჭიდაო დარბაზში ზელიმხან ილურიძის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 2007-2009 წლებში დაბადებულ მოზარდებს შორის.