გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილმა და ნათია თურნავამ სოფელ ნატახტარში ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი“გახსნეს

20-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მცხეთის რაიონში, სოფელ ნატახტარში იმყოფებოდნენ, სადაც ახალი საწარმო „ფუდ ალიანსი” გახსნეს.


„ფუდ ალიანსი” სახელმწიფოს მხარდაჭერით, როგორც ჩვენი სამინისტროს, ისე აწარმოე საქართველოს თანადაფინანსებით შექმნილი ახალი საწარმოა. ეს არის პირველი სამრეწველო წარმოება პურის და ფუნთუშეულის იმ ასორტიმენტის, რომელიც საქართველოში მხოლოდ იმპორტირებული იყო და არა ადგილობრივი. ახალი საწარმოს პროდუქცია ჩაანაცვლებს იმპორტს; სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტის განხორციელებაც. საწარმოში ნახევარფაბრიკატები ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. საწარმო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები. ახალი საწარმოს შესაქმნელად, 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და100-მდე ადამიანი, მათ შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იძულებით გადაადგილებულები დასაქმდნენ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


შპს „ფუდ ალიანსი“ მომხმარებელს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილი პურ-ფუნთუშეულის გაყინულ ნახევარფაბრიკატს სთავაზობს. ტექნოლოგიურ პროცესს გამოცდილი ფრანგი ტექნოლოგი უზრუნველყოფს.


,,ეს ინვესტიცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთს შორის. პროექტი შექმნის მეტ შესაძლებლობას ქართველი ხალხისთვის, წაახალისებს ტურისტულ სექტორსაც და იქნება მაგალითი იმისა, რომ საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელია. პროექტს მხარს უჭერს როგორც „აწარმოე საქართველო” ისე შეღავათიანი აგროკრედიტი, რაც ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი პირობაა", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლამ.


შპს „ფუდ ალიანსმა“ თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოს მოსაწყობად 11 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. საწარმოს შექმნა მხარდაჭერილია „აწარმოე საქართველოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დანიის დევნილთა საბჭოს მიერ.


„დარწმუნებული ვარ საქართველოს პოტენციალში, დარწმუნებულები ვარ მის ეკონომიკურ სტაბილურობაში. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ აქ ინვესტირება მომგებიანია”, - აღნიშნა ფრანგმა ინვესტორმა, ჟაკ ფლურიმ, რომელიც 25 წელია საქართველოში ცხოვრობს.


კომპანია „ფუდ ალიანსი“ აგროინდუსტრიული ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2019 წელს, ქართველი, ფრანგი და ჰოლანდიელი პარტნიორების მიერ შეიქმნა და პროექტებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.