გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებას გააცნეს

20-11-2021

ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილს და მხარის მუნიციპალიტეტების მერებს აღნიშნული პროგრამის დეტალები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამაში ფერმერების ჩართვის პირობები, ადგილობრივი ხელისუფლების როლი პროცესის წარმართვაში და, ზოგადად, პროგრამის მიზნები.


შეხვედრაზე, გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში გათვალისწინებულია ის ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების დეგრადირების პრევენციას, რაც, თავისთავად, შესაძლებლობას მისცემს ჩვენი სოფლის მოსახლეობას, რომ ხარისხიანი საძოვრებით ისარგებლონ.


ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის შეფასებით, ეს პროგრამა, ფაქტობრივად, საძოვრებთან დაკავშირებული სახელმწიფო რეფორმაა,იგი საშუალებას იძლევა, ეფექტიანად გამოვიყენოთ არსებული რესურსი, რაც დაიცავს მიწის ვარგისიანობასა და პროდუქტიულობას.


„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების“ პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ. აღნიშნული პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, დაეხმარება მეცხოველეობის განვითარებას.