გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

27-04-2018

ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. წინასწარ ცნობილი იყო, რომ სხდომაზე ქალაქის მერი გოჩა კურდღელია 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის შესახებ ანგარიშს წარადგენდა. 

სხდომაზე გოჩა კურდღელია არ გამოცხადდა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათი განცხადებით, აღნიშნული საკითხი ერთხელ უკვე გადაიდო. მათივე თქმით, მერი საკრებულოს სათანადოდ არ აფასებს და პატივს არ სცემს. 

„დღევანდელი სხდომა კიდევ ერთხელ არის დასტური არაკეთილსინდისიერი თანამშრომლობის და შეურაცხყოფის. მერმა ვერ გამონახა დრო და ვერ ჩამობრძანდა საკრებულოს სხდომაზე, რადგან არაფერი ჰქონდა სათქმელი“, - აღნიშნა საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ოთარ ხარჩილავამ. 
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მერი ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხზე თბილისში იმყოფება, რის გამოც მან ანგარიში დღეს ვერ წარადგინა. 

„ქალაქის მერი მივლინებაში იმყოფება, მის მოვალეობას შესაბამისად პირველი მოადგილე ასრულებს. აქ მთელი გუნდი სრული შემადგენლობით ვიმყოფებით, აქედან გამომდინარე, განცხადება, რომ მერია ან მერი საკრებულოს მუშაობას პატივს არ სცემს, არასწორია,“- აღნიშნა მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"