გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

20-11-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, რეგიონალური პროექტების სამსახურის ხელმძღვანელთან ლევან ცხვედიანთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „ჯეიემ კომპანი“, შპს „გაზმშენი XXI”, შპს "რაჭა 2005“. შპს „ დელტამშენი“შპს „ დაგი+“ და შპს „ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის“ წარმომადგენლებთან.


შეხვედრაზე განიხილეს სოფლებში გზების და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი, ასევე ისაუბრეს ქ. ონში არსებული საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა თემებზე. მეწარმეებს პროექტების შეუფერხებლად განხორციელებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა.


შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.