გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კულტურის სამინისტრო უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს

22-11-2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დაიწყო პროექტის „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის" განხორციელება. პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ირლანდიაში, საბერძნეთში, საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი 7 საკვირაო სკოლის 3-დან 18 წლამდე ასაკის 300 მოსწავლისთვის გაიმართება მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი ონლაინ ღონისძიებები.


პროექტის მიზანია, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის კულტურულ პროცესებში, რაც კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვების სამშობლოსთან კულტურული კავშირების შენარჩუნებასა და გაძლიერებას, მათი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებასა და კულტურაზე ხელმისაწვდომობას.


პროექტის ფარგლებში 20-21 ნოემბერს „ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის" ორგანიზებით ლონდონის, ანტვერპენისა და დუბლინის ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის სპექტაკლების „რწყილი და ჭიანჭველა" „შვლის ნუკრის ნაამბობი" და „მე ვხედავ მზეს" ჩვენება მოეწყო. ონლაინ ღონისძიების დროს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძემ ბავშვებს ნოდარ დუმბაძის საყმაწვილო ლექსები წაუკითხა, ხოლო მსახიობმა ია შუღლიაშვილმა მათთვის ინოლა გურგულიას სიმღერები შეასრულა.

21 ნოემბერს „საქართველოს ხელოვნების სასახლის" ორგანიზებით საბერძნეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია ქართული ქსოვილის თემატიკაზე. ლექციას უძღვებოდნენ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელი, სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი ნუცი კაჭახიძე.


ინფორმაციისთვის, პროექტის განმახორციელებლები არიან კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები:
1) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი - ვიდეოგაკვეთილებისა და ილუსტრაციების ჩვენება;
2) სსიპ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენება, შეხვედრები ქეთევან დუმბაძესთან და ია შუღლიაშვილთან;
3) სსიპ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი - ლექციები ქართული ქსოვილის თემატიკასა და ქართველ მეფე-დედოფალთა სამოსის შესახებ;
4) სსიპ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - შემოქმედებითი აქტივობებით (ხალხური რეწვა) დატვირთული პრეზენტაციები და მასტერკლასი ექსპედიციების, ხალხური თამაშობების და სალოტბარო სკოლის ბავშვების შესახებ.
პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.