გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გრიგოლ ლილუაშვილმა სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

22-11-2021

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გმირულად დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.


სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.


ივანე გოლაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“ დაჯილდოვდა.


ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 4 წელი გავიდა.