გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ ევროპული ქვეყნების მსგავსად, მედიკამენტებზე ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება არ შეიძლება

24-11-2021

მედიკამენტების ფასებს აუცილებლად დავარეგულირებთ ევროპული ქვეყნების მსგავსად, მედიკამენტებზე ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება არ შეიძლება -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა დეკემბერში პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს და პარლამენტთან, მჭიდროდ თანამშრომლობით დეკემბერ-იანვარში ახალ კანონს მიიღებს.


"მედიკამენტების ფასებზე რაც ხდება, სიღარიბე, გაჭირვება, სოციალური დახმარებები, ონლაინ კაზინოები, ნარკოტიკები, ნარკომანია, მათ შორის ეს მედიკამენტები და ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების არარსებობა, მთლიანობაში ამძაფრებს და მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს, კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას ჩვენს მოსახლეობას. მედკამენტების ბაზარს რაც შეეხება, მე ამის თაობაზე მოვისმინე კონკურენციის სააგენტოს შუალედური ანგარიში და უკვე მივეცი მსვლელობა. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება პარლამენტთანაც და მინდა, რომ ეს კანონი გავიტანოთ. წლის ბოლომდე თუ არა, იანვარში მაინც მინდა, რომ მოვასწროთ ბაზრის რეგულირება ისე, როგორც გაკეთდა ევროპაში. მე რა თქმა უნდა, ახლის გაკეთებას არ ვგულისხმობ, არ ვცდილობ რაღაც ახალი მოვიგონო, უნდა გაკეთდეს ისე, როგორც გაკეთდა ევროკავშირის წამყვან ქვენყებში.მაგალითისთვის, რომ განვმარტოთ მოსახლეობისთვის: არსებობს კომპანიები, რომელსაც აქვს საწარმო, აწარმოებს მედიკამენტებს, ხარისხზე არ ვილაპარაკოთ ერთის მხრივ ამ ეტაპზე, ამას ლაბორატორიული დასკვები სჭირდება და მე არ ვარ ამ საკითხებში კომპეტენტური. კომპანიას აქვს საწარმო, აქვს სააფთიაქო ქსელი, დისტრიბუცია, საავადმყოფოების ქსელი და აქვს სადაზღვეო კომპანია. მთელი წრე არის შეკრული. აქ საერთოდ რომელ კონკურენციაზე შეიძლება საუბარი და ძალიან ბევრი მანკიერი, უკვე პრაქტიკაში დამკვიდრებული სქემები და სისტემები არსებობს, რაც რეალურად, საბოლოო ჯამში ეტყობა ჩვენს მოქალაქეებს და მათ ჯიბეებს. ჩვენ ვზრდით ხელფასებს თუ პენსიებს, მედიკამენტების ფასები ყოველწლიურად პროპორციულად იზრდება და რეალურად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ნაკლები მიაქვთ სახლში, ნაკლები ფული რჩებათ დასახარჯი. ეს რა თქმა უნდა, საჭიროებს გონივრულად და სწორად ჩარევას, მე ჩარევას არ ვგულისხმობ, რომ იქ ხელოვნურად ჩავერიოთ და ტარიფები დავაწესოთ, მაგრამ ისე, როგორც გააკეთეს ევროპულმა ქვეყნებმა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს უნდა დარეგულირდეს, არ შეიძლება მედიკამენტების ასეთი უკონტროლო ფასების დაწესება იქნება თუ ზოგადად ასეთი ქაოტური მდგომარეობა. რაც მედიკამენტების, ფარმაცევტულ ბაზარზე არსებობს, ეს უნდა დარეგულირდეს უახლოეს ერთ-ორ თვეში. დეკემბერში პარლამენტში უკვე კანონპროექტს შევიტანთ, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და ალბათ დეკემბერ-იანვარში კანონს მივიღებთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.