გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის სოფელ ზემო ხანდაკში სპორტული მინი მოედანი მოეწყობა

24-11-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის ახალგაზრდები მალე კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი ახალი მინი სპორტული მოედნით ისარგებლებენ.
მოედანზე დაიგო მწვანე ხელოვნური საფარი, მოეწყო ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი, განათება და შეიღება რკინის კონსტრუქციები.


"სოფელში მინი მოედნის მოწყობა ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში უმნიშვნელოვანესია. მსგავსი მინი მოედანი სოფელ დოესში და აღაინშიც შენდება. გარდა ამისა წელს მუნიციპალიტეტში 10 გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები მოეწყო. პროცესი მომავალ, 2022 წელსაც გაგრძელდება" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.