გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

,,წაიღო ეკლესია რუსეთის აგენტებმა"-არქიმანდიტრი ბართლომე

24-11-2017

ფერიცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდიტრი ბართლომე ფირცხალაშვილი ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ერთ წინადადებიან განცხადებას აქვეყნებს.

,,წაიღო ეკლესია რუსეთის აგენტებმა. ყველაფრი რუსეთის დაკვეთით ხდება"- არქიმანდიტრმა ეს განცხადება გიორგობის დღესასწაულზე 12:08 წუთზე გამოაქვეყნა. უცნობია, პოსტი უკავშირდება თუ არა პატრიარქის თანამოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელებას.

არქიმანდიტრი ბართლომე ცნობილია მისი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ.ასევე ცნობილია იმით, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იყო.

წყარო: "გურიის მოამბე"