30-04-2018
რუსთაველის ქუჩაზე ინციდენტის შედეგად 1 ქალი დაშავდა. არსებული ინფორმაციით 50 წლამდე ქალმა გამყიდველს სიგარეტის უფასოდ მიცემა სთხოვა, მათ შორის საუბარი კამათში გადაიზარდა რა დროსაც 50 წლამდე ქალი წაიქცა და თავი ასფალტს დაარტყა. გამყიდველი აცხადებს რომ ქალი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და მას შეურაცხყოფას აყენებდა, თუმცა მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.