გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

30-04-2018

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს 
გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა - 39% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
29%-ის აზრით, საქართველოს განვითარების სწორი მიმართულება აქვს აღებული. გამოკითხულთა იგივე რაოდენობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვითარება საერთოდ არ იცვლება.
3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 
აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით
2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,
სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2
პროცენტი.