გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

NDI- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე გაზრდილია

30-04-2018

NDI-ის კვლევების შედეგების მიხედვით გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 63% ფიქრობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კრიმინალის დონე გაიზარდა.
24% მიიჩნევს, რომ დანაშაულთა რიცხვი იგივეა.
გამოკითხული მოსახლეობის 9%-ის აზრით კი კრიმინალის დონე შემცირებულია.
4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.