გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოსა და კორეას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გეგმები განიხილება

25-11-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ოთარ შამუგია კორეის რესპუბლიკის ჩრდილოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საპრეზიდენტო კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ჩონგ სუ პარკი (Chong Soo Park) ხელმძღვანელობდა.


შეხვედრაზემხარეებმა საქართველოსა და კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაცული ტერიტორიების განვითარების და ქართული ღვინის კორეაში ექსპორტის მიმართულებებზე გამახვილდა.


„საქართველოსა და კორეას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამბიციური გეგმები აქვს გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით, რომელთა განხორციელებისთვისპარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოდან კორეის რესპუბლიკაში 90 000 ბოთლი ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა ქართული პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინისკორეაში ექსპორტის ზრდის მიმართულებით.


კორეის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჩონგ სუ პარკმა ქართულ მხარეს კორეის ახალი ჩრდილოეთ პოლიტიკის და მწვანე შეთანხმების პოლიტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეროვნულ პარკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს და სამომავლო პროექტებს.


„მომავალ წელს საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური თანამშრომლობის 30 წელი შესრულდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ქვეყნებს შორის როგორც ეკონომიკური და სავაჭრო, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს“, - აღნიშნა ჩონგ სუ პარკი.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.