30-04-2018
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომების რეგიონებში გამართვას. კომიტეტის მორიგისხდომა ხვალ, 1 მაისს, ზუგდიდში გაიმართება. კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს. კობა გვენეტაძე მათ დეტალურად გააცნობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისგადაწყვეტილებას. დაინტერესებულ პირებს პრესკონფერენციისათვის თვალყურის დევნება FACEBOOK LIVE-ის მეშვეობით ეროვნული ბანკისFACEBOOK - ის ოფიციალურ გვერდზე შეეძლებათ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ბიზნესის და საფინანსოინსტიტუტების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია კობა გვენეტაძის შეხვედრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისსტუდენტებთან.
„ეროვნული ბანკი განაგრძობს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რეგიონებში გამართვას. ვფიქრობთ, კომუნიკაციის ამგვარი ფორმა, ხელსშეუწყობს რეგიონების ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მათ ჩვენგან ექნებათ ზუსტი ინფორმაციამიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი კვარტალში ორჯერ იკრიბება და იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკის განაკვეთისგანსაზღვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკისკომიტეტმა 2018 წლის14 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 7.25 პროცენტზე დატოვა.
საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკისკომიტეტის სხდომების საქართველოს რეგიონებში გამართვა 2017 წლიდან დაიწყო. შეხვედრები გაიმართა იმერეთში, კახეთში, აჭარასა და ქვემოქართლში.