გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა

30-04-2018

2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729.6 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.1 პროცენტით გაიზარდა. 

საქსტატის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და 5 471 კაცი შეადგინა. 

ამასთან, საქართველოს მოსახლეობის 58.3 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია.

წინა წელთან შედარებით მამაკაცების წილი მთელ მოსახლეობაში 0.3 პროცენტით გაიზარდა და შეადგინა 1 791.6 ათასი კაცი, ხოლო ქალების წილი 0.1 პროცენტით შემცირდა და შეადგინა 1 938.1 ათასი კაცი. საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი - ქალია. 

ახალგაზრდა ასაკში მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც, საქსტატის ინფორმაციითვე, გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.