გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის სოფელ ძველ ქვეშში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

26-11-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრატსრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს.


ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.


აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 226 389 ლარია გამოყოფილი.

“სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სოფელ ძველ ქვეშში, ამ ეტაპზე, ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარებს და სულ მალე მოსახლეობა კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებს. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა კი, დამეთანხმებით, განვითარებული სოფლის საწინდარია. ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენ ყოველწლიურად, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ვხარჯავთ. სოფელში ბეტონის გზის მოწყობისთვის 408 000 ლარია გამოყოფილი და პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.