გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

24-11-2017

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. შუახევში თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება. შუახევის მერიის ინფორმაციით, ორდღიანი ინტენსიური თოვის შედეგად, თოვლის საფარი დაბა შუახევში 30-40 სანტიმეტრია, მაღალი ზონის სოფლებში კი 90-120 სანტიმეტრს აღწევს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში 17 სოფლის 3000 აბონენტს არ აქვს ელექტროენერგია. შუქის გარეშეა დარჩენილი შუახევის 12 სოფელის 2600 და ხულოს 7 სოფლის 1000-მდე აბონენტი. ელექტრომომარაგების არქონის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია რამდენიმე საბავშვო ბაღსა და სკოლაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში  ცივი და თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 ნოემბერს გამოიდარებს და 26 ნოემბერს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.


წყარო: reginfo.ge