გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ონის მერი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შეხვდა

30-11-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერთან, სერგო ხიდეშელთან ონის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა შედგა.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები: გიორგი ნოდარიშვილი და ლევან შერაზადიშვილი.


სხდომა წარიმართა დღის წესრიგის შესაბამისად და განხილული საკითხები იყო:


1. ონის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი


2. 2022 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ახალგაზრდული ინიციატივების გათვალისწინება


3. 2021-23 წლის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი


4. ახალგაზრდული მრჩეველთ საბჭოს თანამშრომლობა სხვა მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოებთან.


მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მერს წარუდგინეს თავისი მოსაზრებები, შენიშვნები და ინიციატივები მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით.


მათ ასევე მერს გააცნეს ახალგაზრდების საჭიროებები მუნიციპალიტეტეში. თავის მხრივ ბატონმა სერგომ გამოთქვა დიდი მზაობა თანამშრომლობისა და მრჩეველთა საბჭოს წესდების შესაბამისად მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების ერთობლივი განხილვისა.