გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

30-11-2021

"მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდგომა" - გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების მანძილზე ბოროტად იყენებდა",- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესს.


„ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა იმისა, რომ მას აქვს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ის დღესაც, დღემდე, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებრივად საშიში.


ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად ის, რომ, რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდებოდა, მაგრამ მას რომ განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში ტრაილერით, მაცივრით, პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა უკვე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის მხოლოდ თეორიული დაშვება და ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჰქვია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და რომელსაც აქვს თავისი განშტოებები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში. ამის გამეორებას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არ იმსახურებს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ეს დანაშაულები არც გამეორდება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომელსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება ჩადიოდა და ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა სასამართლოს შენობის გარეთ მიმდინარე მოვლენებსაც. მისი შეფასებით, ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი სურათი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჭიროა პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. უმრავლესობის ლიდერმა პოლიტიკურ პარტიებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.


„განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია და უგულავა, ორი ადამიანი, რომლებიც, თავის დროზე, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ გათავისუფლდნენ და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში. თუმცა, მათი ეს მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმ მახინჯი სურათით, რომელიც მათ შექმნეს მოკლე დროით, სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას, ხალხს სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა მუდმივი პოლარიზაციის რეჟიმში, ძველ დღის წესრიგში, რომელსაც ისინი ცდილობენ, რომ თავს მოახვიონ საზოგადოებას, თუმცა, ეს დღის წესრიგი აუცილებლად შეიცვლება და შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ ქვეყნის და ხალხის წინაშე. სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების კუთხით ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.