30-11-2021
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობა აგრძელებს კერძო სექტორის მხარდაჭერას განსაკუთრებით არსებული პანდემიის პირობებში.
,,ჩვენთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს ხელშეკრულებები აჭარის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით 1 წლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად რჩება აქტუალური"- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარაში წარმატებით მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი. უკვე ექსპორტირებულია 9 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 3- ჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
რეგიონში ბოლო პერიოდში გაიზარდა კორონავირუსის აცრის მსურველთა რაოდენობა. დღეის მდგომარეობით, აჭარაში ადმინისტრირებულია 240 ათასამდე დოზა, სრულად აცრილია მოსახლების 30% ზე მეტი, ხოლო სამიზნე კონტინგენტის 67%.