გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თორნიკე რიჟვაძე: ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

30-11-2021

აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მიღწეული სამთავრობო შეთანხმების შესახებ ისაუბრა. საქართველოსა და გერმანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. შეთანხმების ფარგლებში ბათუმში გაგრძელდება წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობის მეხუთე ფაზა.


,,გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი. პროექტი მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიც გახლავთ ადლია, აეროპორტი, სამრეწველო ზონა, ჩაქვი, მახინჯაური. ყველა ის ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს, ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე მიწისქვეშა კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე იქ მიმდინარე პროექტებისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


პროექტი უზრუნველყოფს ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყლის და წყალარინების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობას. ასევე, გაგრძელდება დაბებისა და სოფლების წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მოწყობა.


მოლაპარაკებების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა.