30-11-2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ ,,ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე ,,საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის № 82 (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4793418?publication=3 ) , №84 (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4793444?publication=4) და № 85 (https://matsne.gov.ge/ka/document/view/4793455?publication=3) დადგენილებებში შესული ცვლილებების თანახმად, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და მანქანა-დანადგარების, იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსებისათვის, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ამასთან, იმპორტის გზით აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მანქანა-დანადგარების საქართველოს ბაზარზე განთავსებისთვის იმპორტიორი ვალდებულია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და ზედამხედველობის სააგენტოს, ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონული ფორმით წარუდგინოს - ,,იმპორტის წინასწარი შეტყობინება", რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.2021 წლის 1 დეკემბრიდან, დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების მოქმედების სფეროში შემავალი ზემოაღნიშნული პროდუქტების იმპორტის გზით, საქართველოს ბაზარზე განთავსება, წინასწარი შეტყობინების გარეშე ვერ განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ იმპორტიორებისთვის გლობალური პანდემიით გამოწვეული რისკების შემსუბუქების მიზნით, წინასწარი შეტყობინების წარდგენის ვალდებულება, ერთხელ უკვე გადავადდა - 2021 წლის 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე.
აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცვლილების შესახებ, 3 300-მდე გადასახადის გადამხდელს (ავტორიზებულ გვერდზე), უკვე გაეგზავნა შეტყობინება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდით ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 1483 და ელექტრონულ ფოსტაზე: info@msa.gov.ge
ან ესტუმროთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=506
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=505
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=504