გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: რატომ ხდება, რომ როცა უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების წარდგენა ერთი მარტივი ხელმოწერით ხდებოდა, მაშინ ამას არავინ აკრიტიკებდა და დღეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ

30-11-2021

„როგორ ხდება, რომ ხმას არ იღებდა არავინ, ვინც დღეს აკრიტიკებს სასამართლოში და სასამართლოსთან მიმართებით მიმდინარე პროცესებს, მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტი წარმოადგენდა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


„გაწიწმატებულია დღეს და მკაცრი დამრიგებლის პათოსით, ჭკუას გვასწავლის საქართველოს პარლამენტში, მაშინ, როდესაც კანონის მიხედვით არის რამდენიმე ეტაპიანი ფილტრი დაყენებული - მათ ჯერ სასამართლო სისტემა წარმოადგენს, შემდეგ გასაუბრებებია პარლამენტში და ამის შემდეგ ხდება მათი არჩევა. რატომ ხდება, რომ არგუმენტების გარეშე, უბრალოდ ერთი მარტივი ხელმოწერით ხდებოდა წარმოდგენა და მაშინ არავინ ამას არ აკრიტიკებდა და დღეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ ამ თემას და ჩვენს შესაბამის გადაწყვეტილებებს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მამუკა მდინარაძე: ფაქტობრივი მტკიცებულებებით ჩვენი პროევროპულობა არ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ - მით უმეტეს იმ ხალხის მიერ, ვინც ყველაფერს აკეთებდა რუსეთის სასარგებლოდ


„ჩვენს ანგარიშზეა ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, კონსტიტუციური ჩანაწერი, სადაც ვალდებულება არის ევროპული მომავლის შესახებ, სტრასბურგში მოგებული საქმე, რომლითაც იურიდიულად პირველი დოკუმენტი და მტკიცებულება გაჩნდა რუსული აგრესიის და ოკუპაციის შესახებ. მოკლედ, ფაქტობრივი მტკიცებულებებით ჩვენი პროევროპულობა არ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა.

„მით უმეტეს, არ შეიძლება, იმ ხალხმა დააყენოს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საკუთარი ნაბიჯებით და საქმით რუსეთის სასარგებლოდ, რომელიც აბრალებდა ქართველ სამხედროებს და საკუთარ სამშობლოს ომის დაწყებას. არ შეიძლება, ამ ხალხმა დააყენოს ეს ნარატივი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.