გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს მოსახლეობის 48% მამაკაცი, ხოლო 52% - ქალია

30-04-2018

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი - ქალია.

მათივე ცნობით, 2018 წელს, საქართველოს მოსახლეობის მედიანური (საშუალო) ასაკი მამაკაცებისთვის 35 წელი, ხოლო ქალებისთვის 40 წელია.


„საქართველოში 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.0 პროცენტია, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წილი - 65.4 პროცენტი, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 14.6 პროცენტია.


ახალგაზრდა ასაკში მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.


2017 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგენდა 73.5 წელს, მათ შორის მამამაკებისათვის 69.2 წელს, ხოლო ქალებისათვის - 77.8 წელს“,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

pia