30-04-2018
მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში მიმდინარეობს.
პროცესი შემდეგ სოფლებში დაიწყო:
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: სოფ. ცაიში, სოფ. შამგონა
ხობის მუნიციპალიტეტი: სოფ. საგვიჩიო
სენაკის მუნიციპალიტეტი: სოფ. დიდიხორში,სოფ. მენჯი
აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფ. კეთილარი, სოფ. პირველი მაისი,სოფ. სუჯუნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფ. ნიგოითი,სოფ. ქვიანი, სოფ.ჯაპანა
ვანის მუნიციპალიტეტი: სოფ.ზედა მუქედი, სოფ.კუშუბაური, სოფ. ციხესულორი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი: სოფ. ტოლები, სოფ.დაბლაგომი, სოფ.საჯავახო
სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება, ინფორმაცია ვრცელდება მედიის საშუალებითაც.
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი!
ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობებისა, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად, გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის საკოორდინაციო შტაბში არსებულ ელექტრონულ ბაზაში.