გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ძლიერმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტი დააზარალა

1-12-2021

ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში დააზიანა ელგადამცემი სადენები და მოსახლეობის კუთვნილ საცხოვრებელ სახლებს გადახადა სახურავები.


მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიულად მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია დაზარალებულ ოჯახებს.


ვითარებას ადგილზე გაეცნო ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, მოადგილესთან გიორგი ნოდარიშვილთან ერთად. გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას და დაზარალებულ ოჯახებს საჭირო დახმარებას დაპირდა.


შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა და უახლოეს დროში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.