გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხიდის პროექტირება-მშენებლობა იწყება

30-04-2018

საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის" პროექტირება-მშენებლობა იწყება. მშენებელი კომპანია გამოვლენილია და ამ ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.
ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. "მეგობრობის ხიდის" მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBღD) აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBღD-მა, საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო.
სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ერთობილივი ხიდის მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი - საქართველო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობისა და ვადების საკითხზე, EBღD-ის პროექტის ახალ ხელმძღვანელს ანდრეი მაქსიმოვიჩს შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა. 
ახალი ხიდი სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან.