გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ჩხენკელი: რესურსცენტრები პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზე, რაც სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია

1-12-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო და სკოლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებსა და მასწავლებელთა მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრა.


მინისტრმა საქართველოს სკოლებში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ხარისხიანი და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით ყურადღება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობაზე გაამახვილა.მისი თქმით,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დაფინანსების ოდენობა მოსწავლეების რაოდენობის პროპორციულად გაიზარდა, რაც სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, განაახლონ რესურსოთახები, შეიძინონ შესაბამისი აღჭურვილობა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების უკეთ ინტეგრაციისთვის, დამატებითი მომსახურების სახით, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, ჟესტური ენის თარჯიმნის თუ სხვა სპეციალისტის დახმარება უზრუნველყონ.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა სასწავლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით ¬¬– ვითარდება ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვური მიდგომით დანერგვის პროცესში ადგილობრივი ორენოვანი და დამხმარე მასწავლებლების ჩართვას გულისხმობს. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსის შექმნის პროცესიც.

მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ახალგაზრდა თაობის აღზრდაში მასწავლებელთა უმნიშვნელოვანესი როლი. მისი თქმით, წარმატებული ზოგადი განათლების სისტემის საფუძველს სწორედ კვალიფიციური, მოტივირებული და ღირსეული ანაზღაურების მქონე მასწავლებელი წარმოადგენს, რომელსაც სკოლის დირექციასთან ერთად უდიდესი წვლილი მიუძღვის სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში.შესაბამისად, სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მათიმხარდაჭერის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.


მიხეილ ჩხენკელი: „პედაგოგთა კარიერული წინსვლის ხელშეწყობისთვის სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გადახედვის პროცესი დაიწყო, რაც მასწავლებელთა მაქსიმალური ჩართულობით სქემის დახვეწასა და გაუმჯობესებას გულისხმობს. ამ მიზნით, შექმნილია განათლების ექსპერტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სქემის ალტერნატიულ მოდელებზე მუშაობს და რომლის განხილვის პროცესი ყველა მოქმედი მასწავლებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.


ფასდაუდებელია სკოლის გუნდისა და მისი ლიდერის წვლილი სასკოლო კულტურის შექმნაში, რაც მოსწავლეთა აკადემიურ განვითარებასა და მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს ლიდერის კონცეფცია, რომელიც მომავალშისკოლის დირექტორის სტანდარტისა და სერტიფიცირების პროცესის საფუძველი გახდება.


ვაგრძელებთ სასკოლო პერსონალის ანაზღაურების ზრდის პროცესს. მოგეხსენებათ, სამინისტროს ინიციატივით ყოველწლიურად იზრდება მასწავლებელთა ანაზღაურება და დაგეგმილია როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე, რესურსცენტრების თანამშრომელთა ანაზღაურების მატება.“


მასწავლებელთა მხარდამჭერ პროგრამებზე საუბრისას მინისტრმა ინგლისური ენის პედაგოგების პროფესიული განვითარების კუთხით სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტი გამოყო. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა ინგლისური ენის სწავლების სტრატეგია, რომელიც ინგლისურის სწავლების გაძლიერებასა და ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.


მიხეილ ჩხენკელმასკოლებში სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას და სასწავლო პროცესში მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და ციფრული რესურსების გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი, რაც საგანმანათლებლო პროცესს მეტად მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის. მისი განცხადებით, თანამედროვე სასწავლო გარემოს შესაქმნელად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაშიმიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რაც გულისხმობს სწავლების მეთოდოლოგიის ცვლილებას და მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარების ხელშეწყობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკვე შემუშავდა და დასამტკიცებლადწარდგენილია საშუალო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეზე ორიენტირების გაძლიერებას დიფერენცირებული სწავლების გზით. კერძოდ, მოდელის მიხედვით, მოსწავლეს სავალდებულო საგნებთან ერთად შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიოს არჩევითი კურსები, უკეთ მოემზადოს უმაღლესი სასწავლებლისთვის და განივითაროს 21-ე საუკუნის შესაბამისი კომპეტენციები.


მნიშვნელოვანია, რომ ახლი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ შეფასებას. ამ მიმართულებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს.


დაწყებულია სკოლების მართვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე მუშაობა. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ იქმნება რესურსცენტრების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, საგანმანათლებლო რესურსცენტრები რეგიონულ დონეზე გახდებიან სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელმძღვანელები¬– ისინი პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზეც. საბოლოოდ, სკოლების მართვის დიფერენცირებული მოდელები და რაიონული რგოლების გაძლიერება გაზრდის სკოლების მხარდაჭერასა და მათ ავტონომიას, რაც სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით. აღნიშნული მიდგომახელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას.


რაც შეეხებასახელმძღვანელოებსა და საგანმანათლებლო რესურსებს, მინისტრის თქმით, სამინისტრო უცხოურ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, აქტიურად მუშაობსდამატებითი საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე – ბოლო ორი თვის განმავლობაში შემუშავდა სახელმძღვანელოების შეფასების განახლებული კრიტერიუმები და დაიწყო მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოების კონცეფციაზე.


მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 2021-22 სასწავლო წლიდან IX კლასის მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით უკვე სწავლობენ. მომავალ წელს კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები X კლასის მოსწავლეებსაც ექნებათ. აღსანიშნავია, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის მიხედვით, გაძლიერდა საქართველოს ისტორიის სწავლება. თუ აქამდე საქართველოს ისტორია X კლასში მხოლოდ ინტეგრირებული იყო „ისტორიის მეცნიერების შესავალში“, მომავალი წლიდან საქართველოს ისტორიას მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოთი ისწავლიან. შედეგად, ჩვენი ქვეყნის ისტორიას ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე უწყვეტად შეისწავლიან. XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის სახელმძღვანელოები ეტაპობრივად განახლდება.


მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ციფრული პლატფორმების განვითარების მხარდაჭერაზე, რომელთა მეშვეობით მოსწავლისა და მასწავლებლისათვის იქმნება ერთიანი სამუშაო-საკომუნიკაციო სივრცე. როგორც მან აღნიშნა, წამატებით მიმდინარეობს “Minecraft Education Edition”-ის დანერგვის პროცესი, რომელიც ნებისმიერ საგანში სწავლების მეთოდოლოგიას აუმჯობესებს და ახალგაზრდებს თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. კერძოდ, მაინკრაფტის გამოყენება სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების შემოტანის შესაძლებლობას იძლევა, რაც სწავლებას სახალისოს ხდის, ხოლო მოსწავლეებს კი ეხმარება ისეთი ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესში Minecraft Education Edition-ის ტრენინგების ციკლი, რომლის მიზანია მაინკრაფტის მასშტაბური დანერგვისთვის ბაზის შექმნა.მინისტრის განცხადებით, მაინკრაფტის ლიცენზია ამ ეტაპზე ჩართული აქვს 117300 მოსწავლეს.


აღსანიშნავია, რომ როგორც დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებების, ასევე, Minecraft Education Edition-ის დანერგვის მიმართულებით კორპორაცია Microsoft-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არაერთხელ მისცა მაღალი შეფასება.