30-04-2018
ქუთაისში კორპუსის სახურავიდან გამოვარდნილ რკინის მასას 50 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში, ლევ ტოლსტოის ქუჩაზე შუადღეს მოხდა. თვითმხილველთა თქმით, დაღუპული ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც კორპუსიდან რკინის მასა გადმოვარდა და დაეცა.
ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება დაახლოებით, 15:00 საათისთვის განხორციელდა, მალევა მოხდა ადგილზე მისვლა, თუმცა ეკიპაჟს ქალი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევა 28 აპრილს მოხდა.
შსს-ს ინფორაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.