გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თამარ იოსელიანი: ვეძებთ შესაძლებლობებს როგორ ვიმუშაოთ ერთად და როგორ გავაღრმავოთ ურთიერთობები საზღვაო სფეროში

1-12-2021

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენე სანდ ანდრესენსა და საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩს შავი ზღვის საკითხებში, თამარ ბერუჩაშვილს უმასპინძლა.


შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოს საზღვაო სფეროში არსებულ ინფრასტრუქტურას, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.


- „ნორვეგია არის ერთ-ერთი უმსხვილესი და მოწინავე საზღვაო ქვეყანა მსოფლიოში. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი მეზღვაურების დასაქამების პერსპექტივებზე. აღსანიშნია, რომ ნორვეგიის სამეფო ერთ-ერთი მოწინავეა ოკეანის კველვებისა და საზღვაო რესურსების პასუხსიმგებლიანი გამოყენებისა და მართვის კუთხით. საქართველოსთვის, როგორც მზარდი და სწრაფად განვითარებადი საზღვაო ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და ნორვეგიის სამეფოს გამოცდილების გაზიარება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.


ვიზიტის ფარგლებში ელჩები ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და ფოთის საზღვაო სასწავლებლებსაც ეწვივნენ. სტუმრებმა ახლად გახსნილი საწვრთნელი აუზი, სამანქანო განყოფილების განახლებული ლაბორატორია, მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი და თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი ამწისა და მეთევზე-მეზღვაურის ლაბორატორიები დაათვალიერეს.


თამარ იოსელიანმა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი ორგანოს მიერ მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სიტემაში გატარებული რეფორმები გააცნო. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამების და პროფესიული წვრთნის ხარისხი წლიდან წლამდე უმჯობესდება.


- "2012 წლიდან დღემდე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის აღჭურვასა და განვითარებაში სახელმწიფომ 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რაც თანამედროვე, საერთაშორისო დონის შესაბამისი საზღვაო საგანმანათლებლო სისტემის შექმნას და ჩვენი მეზღვაურების ღირსეულად დასაქმებას ემსახურება", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.


სტუმრები ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიერ ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს ადგილზე გაეცნენ. სასწავლებლის გახსნიდან პირველივე წელს ათმა პროფესიულმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის 300-მდე სტუდენტი სახელმწიფო დაფინანსებით ეუფლება მოთხოვნად საზღვაო პროფესიებს.


ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ნორვეგიის სამეფოს ელჩმა, ჰელენე სანდ ანდრესენსმა მადლობა გადაუხადა საზღვაო ტრანსპორის სააგნეტოს ხელმძღვანელს ნაყოფიერი ვიზიტისა და საზღვაო სფეროს მიმართულებით თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისათვის.