გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

იმერეთსა და რაჭაში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

2-12-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და რაჭაში არარეგისტრირებული 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს.


დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშას მიმდებარე ტყეში და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, მდინარე ღარულას მიმდებარედ. ხარაგაულში სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, მოქალაქეს წაბლის სახეობის 0,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.


ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშალის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.